განცხადება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შესახებ
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა სავარაუდო უკანონო დამუშავების ფაქტებთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს არაერთმა...
2025-04-28
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტების მიმართ განხორციელებულ შესაძლო „ფიშინგის“ ფაქტებზე.
„ფიშინგი“ კიბერ თავდასხმის ერთ-ერთი ფორმაა და მისი მიზანი მოტყუების გზით კომპიუტერულ მოწყობილობაზე მავნე პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელება ან/და კონფიდენციალური ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების მოპოვებაა.
კომერციული ბანკების სახელით გამოგზავნილი ელექტრონული ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინებით შესაძლოა თქვენი პირადი ანგარიშის დადასტურებას, ამ მიზნით კი - სპეციალურად „ფიშინგის“ მიზნით შექმნილ ბმულზე გადასვლასა და თქვენი პერსონალური მონაცემების მითითებას ითხოვდნენ. ამასთან, ბმულზე გადასვლისას თქვენთვის ხელმისაწვდომი ვებგვერდი, შესაძლოა კონკრეტული კომერციული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდთან მაქსიმალურად მიმსგავსებული იყოს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ელექტრონული/მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან. ამასთან, ბმულის გახსნის შემთხვევაში, დარწმუნდით ვებგვერდის სანდოობაში და მის ვიზუალურ მხარეს არ ენდოთ.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა სავარაუდო უკანონო დამუშავების ფაქტებთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს არაერთმა...
2022 წლის 27 აპრილს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, როგორც სატელეფონო კონსულტაციის ფარგლებში, ისე ელექტრონული ფოსტისა და სოციალური ქსელის...
გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას და საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პერსონალურ მონაცემთა და...
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით ახლებურად ჩამოყალიბდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, მონაცემთა დამუშავების მომწე...